რეგიონები

2014 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სოლიდური რაოდენობის მანდატები მოიპოვეს საქართველოს საკრებულოებში. ამჟამად, თავისუფალი დემოკრატების 98 დეპუტატი მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა საქართველოს 53 თვითმართველ მუნიციპალიტეტში. „თავისუფალი დემოკრატები“ ხელმძღვანელობენ საკრებულოს 20 კომისიას. „თავისუფალი დემოკრატები“-ს მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვების შემდგომ, დაიწყო პოლიტიკური ზეწოლა „თავისუფალი დემოკრატები“-ს დეპუტატებზე, რის შედეგადაც მათი გარკვეული ნაწილი დარჩა კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში, ხოლო ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები უკანონოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან (ხელვაჩაური, ახალციხე). 2015 წლის 2 მარტს ახალციხის სასამართლომ სამართლიანი გადაწტვეტილება მიიღო და შალვა გოგოლაძე იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე აღადგინა. ასლან კახიძის საქმე, ამ დრომდე სასამართლო განხილვის პროცესშია. "თავისუფალი დემოკრატები" დარწმუნებული ვართ, რომ სიმართლე ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვებს და ასლან კახიძის დაუბრუნდება იმ თანამდებობას, რომლიდანაც უკანონოდ, მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.