2 წელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში

• ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროულად და საქართველოსთვის წარმატებულად დასრულება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვდა საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური ურთიერთობების წარმართვის თვალსაზრისით. ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებები, რომელიც წარმართა ალექსი პეტრიაშვილმა და მისმა გუნდმა, საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა საქართველოსთვის ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერით და ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირებით.

• საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ. ალექსი პეტრიაშვილი ამ საკითხებზე მოლაპარაკებების, საქართველოს პოზიციების შემუშავების ერთ-ერთი უცვლელი მონაწილე იყო.
• სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ ფუნქციას საქართველოს მთავრობის, აგრეთვე, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია წარმოადგენს, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა წარმატებით შეასრულა.

• ალექსი პეტრიაშვილის და მისი თანაგუნდელების ერთობლივი ძალისხმევით საქართველომ მიიღო უმაღლესი შეფასებები ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან ამ ორგანიზაციებთან შემუშავებული ყოველწლიური პროგრამების წარმატებულად შესრულებისთვის.

• ევროკავშირის და მასთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტზე ცნობადობის ამაღლების მიზნით ალექსი პეტრიაშვილის მინისტრობის დროს მთავრობამ, არასამთავრობო სექტორთან ერთად, პირველად შეიმუშავა და დაამტკიცა კომუნიკაციის სტრატეგია.

• საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით ალექსი პეტრიაშვილი პრაქტიკულად ყოველკვირეულად მართავდა შეხვედრებს რეგიონებში ჩვენს მოქალაქეებთან, სტუდენტ-ახალგაზრდობასთან, ბიზნესისა თუ სამეცნიერო და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან.

• 2012-2014 წლებში დაფინანსების მოპოვება.