2 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში

  • ჩვენ მოვახდინეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება და შემდგომ ხელმოწერა, რის შედეგადაც 2014 წელი სამუდამოდ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ევროკავშირთან ასოცირების წელი;
  • კიდევ უფრო დავუახლოვდით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, 2014 წლის უელსის სამიტზე საქართველომ მიიღო "არსებითი პაკეტი";
  • შევამცირეთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებათა რიცხვი;
  • მნიშვნელოვნად გავზარდეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა და შევამცირეთ რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი;

•182-მდე გავზარდეთ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს;

•გარკვეულწილად მოხერხდა რუსეთის ფედერაციასთან არსებული დაძაბული ურთიერთობების დეესკალაცია და საგულისხმოა, რომ ეს არ მომხდარა საქართველოსათვის
უმნიშვნელოვანესი ე.წ. წითელი ხაზების დათმობის ხარჯზე;

• მნიშვნელოვნად ავამაღლეთ ჩვენი ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. საქართველო აქტიურადაა ჩართული როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის ეგიდით
წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში;

• მოგვენიჭა კარიბის თანამეგობრობაში (CARICOM) წარმომადგენლის, ხოლო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობაში (CPLP) ასოცირებული წევრის სტატუსი;

•თბილისი იქცა საერთაშორისო პოლიტიკის ყურადღების ცენტრად, რასაც ნათლად ადასტურებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხორციელებული არაერთი
მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტი. კერძოდ, ბოლო 1 წლის მანძილზე საქართველოს ეწვია 6 პრეზიდენტი და 1 პრემიერ-მინისტრი, 19 საგარეო საქმეთა მინისტრი და 2
ევროპულ საქმეთა მინისტრი, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები, 2 ევროკომისარი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი
ეროვნული უმცირესობების საკითხებში და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი. განსაკუთრებულად აღსანიშნავია საფრანგეთისა და ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის,
შვეიცარიის,პრეზიდენტების სტუმრობა; ასევე გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი, ხოლო ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი თბილისში.
ინტენსიური გახდა საპარლამენტო დელეგეციების სტუმრობაც. თბილისს ეწვია ევროპარლამენტის 9 და აშშ-ის კონგრესის 6 წევრი;

•27 ივნისს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს - ასოცირების შეთანხმებას, რითაც საქართველო გადავიდა ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ და,
ამავე დროს, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპზე. შედეგად, ევროინტეგრაცია გახდა ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის
პრიორიტეტიც. მიღებულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული
პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის და მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი ვაჭრობის სივრცის, იმპლემენტაციის ხელშეწყობას.

•შევასრულეთ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი, საკანონმდებლო ფაზით გათვალისწინებული მოთხოვნები და დავიწყეთ მეორე,
საიმპლემენტაციო ფაზის ღონისძიებები. განსაკუთრებით, აღსანიშნავია რაერთი მაღალი დონის ვიზიტი ბრიუსელში, ასევე უპრეცედენტო შეხვედრა ევროკომისართა კოლეგიასა
და საქართველოს მთავრობას შორის.

•გარდა ამისა, აღსანიშნავია ევროპარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი 8 რეზოლუცია. ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას ადასტურებს ის ფაქტიც,
რომ გასული ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში ევროკავშირის 282 განცხადებიდან მივუერთდით 215.

•წლის განმავლობაში დინამიურად ვითარდებოდა ურთიერთობები ნატო-სთან, მათ შორის, სამხედრო და თავდაცვით სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ჩატარდა ნატო-საქართველოს
კომისიის 17 შეხვედრა, აქედან ორი - საგარეო საქმეთა მინისტრების, ხოლო ერთი - თავდაცვის მინისტრების დონეზე.

•პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში საქართველოს ეწვია ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, რამაც თანამშრომლობის ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი.
უელსის სამიტზე საქართველოს საკითხის სათანადოდ აისახა პოლიტიკურ დეკლარაციაში და არსებით პაკეტში;

•გამორჩეული იყო მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრები აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ისევე, როგორცარასამთავრობო სექტორთან და
ბიზნეს წრეებთან აქტიური თანამშრომლობით. უმნიშვნელოვანესი გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში,
რომლის ფარგლებშიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა 30-ზე მეტ გავლენიან კონგრესმენთან, სენატორთან, აღმასრულებელი ხელისუფლების,
კვლევითი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენელთან. ვაშინგტონში ვიზიტისას წარმატებით ჩატარდა სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის
პლენარული სხდომა, ე.წ. „ომნიბუს" შეხვედრა. თბილისში გაიმართა დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. მისასალმებელია კონგრესის მიერ ინიცირებული
საქართველოს მხარდამჭერი ორი რეზოლუცია, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსადმი.

•მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში,
სადაც, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად, გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირის შუამავლობითა და აშშ-ის მონაწილეობით განიხილება საქართველოს
ტერიტორიის დეოკუპაციის, ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების
საკითხები. 2012-2014 წლებში ჩატარებულ რაუნდებზე საქართველოს დელეგაციამ მოახერხა ჟენევის ფორმატის შენარჩუნება
(რუსეთის მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ ჩაშლილიყო ჟენევის მოლაპარაკებები) და მწვავე საკითხებზე, ე.წ. წითელ ხაზებზე საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაცია.