2 წელი თავდაცვის სამინისტროში

  • 900 მდე სამხედრო მოსამსახურემ საკუთრებაში მიიღო ბინა;
  • 300 დოლარით გაიზარდა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა მინიმალური ხელფასი;
  • სამხედრო მოსამსახურეების 70% მინიმალური ხელფასი გაიზარდა 15-20%;
  • ნატოს მოთხოვნების შესაბამისად შეიარაღებული ძალები გადავიდა წოდებრივ ანაზღაურებაზე;
  • თანამდებობზე დანიშვნა ხდებოდა შერჩევის საბჭოებისა და კონკურსების გზით;
  • გათანაბრდა მინისტრისა და რიგითი სამხედრო მოსამსახურის სადაზღვევო პაკეტი;
  • საომარი მოქმედებების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს დაენიშნათ ყოველთვიური კომპენსაცია 1000 ლარი;
  • საომარი მოქმედებების დროს დაღუპვის შემთხვევაში ოჯახებისთვის გასაცემი კომპენსაცია 15 000 ლარის ნაცვლად გახდა 100 000 ლარი;
  • საომარი მოქმედებების დროს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუტურა და სამუშაო ადგილები;
  • სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად შეიქმნა სოციალური დახმარების კომისია;
  • თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა სამხედრო ჰოსპიტალი
  • საქართველო ჩაერთო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში;
  • საფუძველი ჩაეყარა ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნას საქართველოში;
  • ახალქალაქში დაიწყო ბაზის მშენებლობა;
  • ხონში შეიქმნა თანამდერო სამხედრო ინფრასტრუქტურა;
  • გორში გარემონტდა ყაზარმები;
  • მარნეულში შეიმნა თამედროვე ინფრასტრუქტურა;
  • შეიქმნა უსაფრთხო კვებისა და ჰიგიენის სტანდარტები რაც ჯარში მანადე არ არსებობდა;
  • კაპიტალურად გარემონტდა 10 სასადილო;
  • საიდუმლო შესყიდვების წილი 74% დან შემცირდა 16 % მდე;
  • გაორმაგდა ტენდერებში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ;
  • საბანკო გარატიის გაერეშე არ ჩატარებულა არცერთი ტენდერი;
  • 2012 წელთან შედარებით, უწყების გამჭირვალეობის პარამეტრი 0%-დან 87% გაიზარდა;
  • გამჭირვალეობის კუთხით მიღწეული წარმატებების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოცდილების გაზიარება დაიწყეს პარტნიორი სახელმწიფოების შასაბამისმა უწყებებმა;
  • კონტრაქტის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა 20%-ით;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა შემცირდა 12 თვემდე;
  • თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიღებული კანონის თანახმად უწყება ვალდებულია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება აღემატება 2 მილიონ ლარს ან შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღურებულება 4 მილიონ ლარს;
  • გენერალურ შტაბში შექმნილმა კომისიამ განიხილა და სამსახურში აღადგინა 3817 ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები