გამგეობა

  • შალვა შავგულიძე
  • შალვა შავგულიძე
  • თანამდებობა:პარტიის თავჯდომარე
  • ტელეფონი:+995 (32) 293 26 80
  • დამატებითი ინფორმაცია

    ● ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - კომიტეტის წევრი (12-02-2015 - 18-11-2016)

    ● საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - კომიტეტის წევრი (11-12-2014 - 12-02-2015)

    ● იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი (11-11-2014 - 18-11-2016)

    ● იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (22-10-2012 - 11-11-2014)

    ● დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი) საპარლამენტო დელეგაციის წევრი.

    დამატებითი ინფორმაცია

    დაიბადა 1957 წლის 28 ოქტომბერს თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1983-1985 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის კათედრის ასპირანტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამნაშავეობის სოციოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; საქართველოს გენერალური პროკურატურაში, პროკურორად; 1992-1993 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. იმავდროულად იყო აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. 1996-2012 წლებში იყო ადვოკატი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2012 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი წევრი - ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

  • ნინო გოგუაძე
  • ნინო გოგუაძე
  • თანამდებობა:პოლიტიკური მდივანი
  • ტელეფონი:+995 (32) 293 26 80
  • ელ-ფოსტა:n.goguadze@fd.ge
  • უზრუნველყოფს პარტიის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებას; უფლებამოსილია პარტიის გამგეობას წარუდგინოს წინადადებები პარტიის დარგობრივი კომისიების, სხვა სპეციალური საბჭოების შექმნის ან/და გაუქმების თაობაზე და ხელმძღვანელობს მათ.
  • დამატებითი ინფორმაცია

    საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე. 2009წ 16 თებერვალს გაერთიანდა ირაკლი ალასანის პოლიტიკურ გუნდში. არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დაარსების დღიდან. დაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობით ქიმიკოსი.
    1980-2005 წწ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1997 საქართველოს სამედიცინო აკადემიის ქიმიის ფაკულტეტის ლექტორი; 1994-1996 საბუნებისმეტყველო კოლეჯში ქიმიის მასწავლებელი; საქართველოს სამედიცინო აკადემიის ქიმიის ფაკულტეტის ლექტორი და თანადამფუძნებელი; 2000-2001 საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების კოორდინატორი;
    2002-2003 საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო კურიკულუმის კომპონენტის კოორდინატორი. არის დაოჯახებული.

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები