ჩვენ მთავრობაში

  • 2 წელი თავდაცვის სამინისტროში

    ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში, შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. NATO-მ ეს წარმატებები, პარტნიორ ქვეყნებს შორის და ალიანსში უნიკალურ პროგრესად შეაფასა; აქედან გამომდინარე უელსის სამიტზე 2014 წელს საქართველომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მიიღო.

  • 2 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში

    მაია ფანჯიკიძის მინისტრობისას და დავით ზალკალიანის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში საქართველომ მიაღწია არაერთ ისტორიულ შეთანხმებას. საერთაშორისო ურთიერთობებში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. თბილისი მოექცა საერთაშორისო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში.

  • 2 წელი  ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში

    ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს ალექსი პეტრიაშვილი სწორედ იმ ყველაზე წარმატებული პროცესების უშუალო მონაწილე იყო, რომელსაც საქართველომ უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მიაღწია.