ჩვენ პარლამენტში

საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ არის მპგ „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო წარმომადგენელთა გაერთიანება. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები, 8 წევრისაგან შედგება, ფრაქციაში შეიძლება გაწევრიანდნენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებიც.
ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები“ ესწრაფვის პოლიტიკური ძალების უმრავლესობის ურთიერთთანხმობით და ხალხის ნებით ქვეყნის სამომავლო განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და მის შემდგომ განუხრელ განხორციელებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება: არჩევანის თავისუფლება; კანონის უზენაესობა; ეკონომიკური განვითარება; მდგრადი პოლიტიკური სისტემა; ეროვნული იდენტობა; ერთიანი საქართველო და ეროვნული უსაფრთხოება.
2012 წლის არჩევნებში განმარჯვების შემდეგ პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება–თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც კოალიციის სხვა ფრაქციებთან ერთად შეადგენდა საპარლამენტო უმრავლესობას. უმრავლესობაში ყოფნისას, თავისუფალი დემოკრატები ხელმძღვანელობდნენ 3 საპარლამენტო კომიტეტს: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტ - ვიქტორ დოლიძე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს - დავით ონოფრიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - გია ცაგარეიშვილი. ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე კი ვიცე-სპიკერის პოსტს იკავბდა.
2014 წლის 5 ნოემბერს ფრაქცია თავისუფალმა დემოკრატებმა უმრავლეოსობა დატოვა. მიუხედავად თავისუფალი დემოკრატების და პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკური დაპირისპირებისა, ფრაქციამ პარტიული ინტერესები გვერდზე გადადო და მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით გაეგრძელებინა საგარეო თუ საშინაო მიმართულებებზე სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ჯერ კიდევ კოალიციურ რეჟიმში ნაკისრი ვალდებულებების რეალიზება.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ვერ გაათვითცნობიერა ვერცერთი გამოწვევის სიმწვავე და არჩევანი შიდაპოლიტიკური ბრძოლის სასარგებლოდ გააკეთა. „ოცნების“ მიერ მიღებულ მცირერიცხოვან გადაწყვეტილებათაგან ერთ-ერთი თავისუფალი დემოკრატის ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერის თანამდებობიდან გადაყენება აღმოჩნდა.
პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პ​არლამენტში დაკავებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები და კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გააგრძელოს საქმიანობა, რათა ხელისუფლებამ, გადადგას ქმედითი და გააზრებული ნაბიჯები ქვეყნის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანისა და ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები"

მხარდაჭერილი პროექტები

  • ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მიზნად ისახავს და კანონმდებლობის ძალით უზრუნველჰყოფს საქართველოში ყველა ადამიანის დაცვას დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისგან

  • საყდრისის ოქროს მაღაროს ქართველი და გერმანელი არქეოლოგების ერთობლივმა ექსპედიციამ მიაკვლია

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები