თამარ კეკენაძე - საქართველოში ჯერ კიდევ ფული წყვეტს ყველაფერს, ფული , რომელიც რიგდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

,,ქართულ ოცნებას“ არ სჯერა დემოკრატიის და ,,ქართულმა ოცნებამ“ არ იცის რეალური დემოკრატია. ის ახალი მოლოდინი, რომლის გაჩენასაც ცდილობს ,,ქართული ოცნება’’, კონსესუსის მიღწევის მცდელობით, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტიური ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლობაზე“, - აცხადებს ,,თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე და განმარტავს, რომ დოკუმენტი, რომელსაც გვთავაზობს ,,ქართული ოცნება“ არ უწყობს ხელს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები წინსწრებით აფიქსირებენ , რომ ძალიან მოსწონთ ეს დოკუმენტი, არ აპირებენ არაფრის შეცვლას, უბრალოდ ცდილობენ გააჩინონ განცდა, რომ მზად არიან წავიდნენ კონსულტაციებზე ისე, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ.

,,ჩვენ, ოპოზიცურმა პარტიემა ძალიან მკაცრად დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქრისეთ, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი გადის 2020 - ში პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე. თუ ამ დათმობაზე არ წავიდა ,,ქართული ოცნება“ საერთოდ ეკარგება აზრი ნებისმისერი ტიპის კონსულტაციების გაგრძელებას“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

პარტიის გენერალური მდივანი დასძენს, რომ ,,თავისუფალ დემოკრატებს“ დასაწყისშივე არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ხელისუფლება წავიდოდა ამ დათმობაზე ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება დგას მაჟორიტარებზე. სწორედ მაჟორიტარებით ცდილობენ მოიგონ არჩევნები 2020 წელს“ , - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მისივე გენმარტებით, საქართველოში ჯერ კიდევ ფული წყვეტს ყველაფერს, ფული, რომელიც რიგდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს არის ის რეალობა, რომელიც ყველამ ძალიან კარგად ვიცით. კვლევები აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ადგილობრივებმა არც კი იციან , თუ ვინ არის მათი მაჟორიტარი.

,,ქართულ ოცნებას“ არ სჯერა დემოკრატიის და ,,ქართულმა ოცნებამ“ არ იცის რეალური დემოკრატია. განცხადებების, რომელსაც ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აკეთებენ ხუთი წლის ბავშვსაც არ სჯერა. როდესაც ჯანი ბუკიკიო საუბრობს საკონსტიტუციო რეფორმაში ყველა პოლიტიკური სუბიექტის ჩართვაზე, გულისხმობს იმ დემოკრატიულ სტანდარტს ჩართულობისა, როგორიც არის ევროპაში, ანუ ყველა ოპოზიციური პარტიის, საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ჩართულობაზე.

,,საქართველოში ერთი მხრივ გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მართული, ,,ქართული ოცნების’’ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, მეორე მხარეს გვყავს მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიურად იღებდა მონაწილეობას მათ შორის თუნდაც პრეზიდენტის მიერ წარმოებულ სახალხო განხილვებში. ქართველი ხალხი ძალიან ღიად აფიქსირებდა, რომ სურთ მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი და ასევე სურთ, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად წავიდეს წინ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სწორედ ამას ემსახურება“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.