შიდა ქართლი

  • თამარ თედლიაშვილი
  • თამარ თედლიაშვილი
  • თანამდებობა:ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
  • ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    თამარ თედლიაშვილი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ქ. გორის საკრებულოს წევრად. ის არის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. სხვადასხვა პერიოდში, ქალბატონი თამარ თედლიაშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლექტორი (1998-2001), ის გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის წევრი - სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის განხრით. ქალბატონი თამარი არის მოძრაობა ,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ წევრი, ასევე ,,საქართველოს გენდერული ქსელის“ ქვეკოორდინატორი გორში. თამარ თედლიაშვილმა დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,გორის დარბაზი“. მან წარმატებით გაიარა არაერთი ტრენინგ-კურსი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ადვოკატთა პროფესიული ეთიკისა და დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობის კუთხით. ქალბატონმა თამარმა დაამთავრა შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (1994-1997) და გორის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიისა და სამართალმცოდნის სპეციალობით (1990-1994). თამარ თედლიაშვილი 2011 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ხათუნა ხათაშვილი
  • ხათუნა ხათაშვილი
  • თანამდებობა:გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ხათუნა ხათაშვილი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა გორის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. სხვადასხვა პერიოდში, ქალბატონი ხათუნა იყო კარალეთის საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი (1992-1993), ამავე სკოლის სამართლის მასწავლებელი (2006) და ამავე სკოლის ადმინისტრატორი (2006). ხათუნა ხათაშვილი მუშაობდა გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად (2011). მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (1985-1993) და გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია (2002-2005). მას არაერთი ტრენინგ-კურსი აქვს წარმატებით გავლილი, ორჯერ აქვს მოპოვებული გრანტი სხვადასხვა საკითხებზე. ის გახლავთ NIMD-ის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული. აქვს დიდი საარჩევნო გამოცდილება. ხათუნა ხათაშვილი 2010 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ასევე გორის ორგანიზაციის გამგეობის წევრი.