რაჭა-ლეჩხუმი

  • ავთანდილ მიქიაშვილი
  • ავთანდილ მიქიაშვილი
  • თანამდებობა:ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ავთანდილ მიქიაშვილი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ამბროლაურის რაიონის საკრებულოს წევრად. სხვადასხვა პერიოდში ის იყო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხებში (1995-1998), ბუგეულის თემის საკრებულოს თავმჯდომარე (1998-2002), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საკრებულოთა ასოციაციის თემის მობილიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი (2002-2004), ქ.ამბროლაურის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე (2004-2005) და შპს ,,მექანიზატორის“ ამბროლაურის სერვის-ცენტრის მენეჯერი (2013). მან დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი (1989-1991) და ამავე უნივერსიტეტის მანქანათ-მშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი (1988-1993). ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. 2011 წლიდან დღემდე ავთანდილ მიქიაშვილი არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ბაკურ ჯაფარიძე
  • ბაკურ ჯაფარიძე
  • თანამდებობა:ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    ბაკურ ჯაფარიძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი ბაკური იყო ონის რაიონის კულტურის განყოფილების მეთოდისტი (1989-1997), ქ.თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინსპექციის მთავარი სპეციალისტი (2002-2004), ონის რაიონის გამგეობის-კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი (2005-2006) და ამავე სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსი (2009). მან დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (1982-1988), სპეციალობით კულტურის მუშაკი, ჟურნალისტი. ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს. 2013 წლიდან დღემდე ბაკურ ჯაფარიძე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

  • გიორგი მარკოიშვილი
  • გიორგი მარკოიშვილი
  • თანამდებობა:ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
  • ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    გიორგი მარკოიშვილი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის სამანდატო, საპროცედური საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. ბატონი გიორგი, აქტიურად მოღვაწეობს კერძო ბიზნესში. მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი (2001-2010). ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ დაინგლისურ ენებს. გიორგი მარკოიშვილი 2013 წლიდან დღემდე არის თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ბესიკ მაისურაძე
  • ბესიკ მაისურაძე
  • თანამდებობა:ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ბესიკ მაისურაძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი ბესიკი იყო სამშენებლო-სარემონტო-სამონტაჟო ტრესტის ექსპედიტორი (2007-2014), საქართველოს პარლამენტის საზ.კვების მომარაგების განყოფილების უფროსი (2008) და შემდგომ წლებში ის აქტიურად მოღვაწეობდა კერძო ბიზნესში (2008-2013). ბესიკ მაისურაძე 2013 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ოლეგ ფურელიანი
  • ოლეგ ფურელიანი
  • თანამდებობა:ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე
  • დამატებითი ინფორმაცია

    ოლეგ ფურელიანი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი ოლეგი მუშაობდა ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში სამხედრო და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად (1985-1986), შემდგომ წლებში ის დაინიშნა ლენტეხის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში არასრულწლოვანთა ინსპექციის უფროსად (1987), ლენტეხის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროს ინსპექტორად (1989), ქალაქ წყალტუბოს შინაგან საქმეთა განყოფილებაში ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ ქ-განყოფილებაში ინსპექტორად (1991) და ლენტეხის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსად (1992). მან დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (1981-1985), საქართველოს ბუნების დაცვის რესპუბლიკული სახალხო უნივერსიტეტი (1982-1984) და ქუთაისის საერო ინსტიტუტი ,,გელათი“ (1994-2002). ბატონი ოლეგი 2013 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • მურად ჩანქსელიანი
  • მურად ჩანქსელიანი
  • თანამდებობა:ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "სვანეთის" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    მურად ჩანქსელიანი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი მურადი იყო ლენტეხის რაიონის ხელედის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი (1974-1976), შემდგომში კი ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე (1976). ამავე სკოლის დირექტორი გახლდათ ბატონი მურადი 1987 წლიდან. მან დაამთავრა ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1970-1974). მურად ჩანქსელიანი იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ის გახლავთ სახალხო ანსამბლ ,,ლილეს“ წევრი და სამგზის ლაურეატი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები. 2013 წლიდან დღემდე ბატონი მურადი არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.