შეხვედრა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ძი იანჩთან

,,თავისუფალი დემოკრატები“ - ს თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ და გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ გამართეს შეხვედრა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ძი იანჩთან.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და პარტიის სამომავლო გეგმები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მედიაში და საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის განხილვას.