სამეგრელო-ზემო სვანეთი

  • კორნელი საჯაია
  • კორნელი საჯაია
  • თანამდებობა:ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    კორნელ საჯაია - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში არჩეულ იქნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. სხვადასხვა წლებში, ბატონი კორნელი იყო ჩხოროწყუს 49-ე მოძრავ-მექანიზებული კოლონის მუშა (1985-1988), ის მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს ეკონომიკისა და ორგანიზაციის განყოფილებასთან არსებული სტუდ-ბიუროს ჯგუფში ლაბორანტად (1989-1990), ბატონი კორნელი იყო დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატი (2004-2006), დაბა ჩხოროწყუს გამგებლის მოადგილე ეკონომიკის დარგში (2002-2004), კოოპერატიული საწარმო ,,სოფმშენკომპლექსის“ დირექტორი (2004-2012), ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (2013) . კორნელ საჯაიამ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი (1988-1993). კორნელი საჯაია 2013 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • შალვა ბახია
  • შალვა ბახია
  • თანამდებობა:მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    შალვა ბახია - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. ბატონი შალვა მუშაობდა ქ.ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში ლექტორ-მასწავლებლად, შემდეგ ამავე ინსტიტუტის აბაშის ფილიალში (1998-2002). ის ეწეოდა მცირე ბიზნეს-საქმიანობას ქ.თბილისში (2002-2008). შალვა ბახიამ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1990-1995). ბატონი შალვა, 2010 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • გრიგოლ გვილავა
  • გრიგოლ გვილავა
  • თანამდებობა:მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
  • ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    გრიგოლ გვილავა - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. სხვადსხვა პერიოდში, ის იყო სოფ. ნალეფსაოს 8 წლიან სკოლაში მასწავლებელი, საზოგადოება ,,ცოდნის“ პ/მდივანი მარტვილის რაიონში (1982-1984), მარტვილის რაისაბჭოს აღმასკომში ს/განყოფილების გამგე, მარტვილის ნომერ მესამე დღის გახანგრძლივებული საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე (1988-1994), ქ.მარტვილის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი. გრიგოლ გვილავამ დაამთავრა ქ.ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 2012 წლიდან დღემდე ბატონი გრიგოლ გვილავა არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ნუკრი გეგელია
  • ნუკრი გეგელია
  • თანამდებობა:მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ნუკრი გეგელია - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი. ბატონმა ნუკრიმ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, სპეციალობით გახლავთ ეკონომისტი. 2013 წლიდან დღემდე ნუკრი გეგელია არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • თენგიზ დადეშქელიანი
  • თენგიზ დადეშქელიანი
  • თანამდებობა:მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    თენგიზ დადეშქელიანი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. 1989 წელს, ბატონი თენგიზი მუშაობდა სოფ.ფარის მეურნეობაში მეფუტკრედ. 1991 წლიდან კი ფარის საშუალო სკოლაში სამხედროსა და ფიზკულტურის მასწავლებლად, სადაც დღემდე მუშაობს სპორტის მასწავლებლად. თენგიზ დადეშქელიანი სწავლობდა მცხეთის რაიონის წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში მეფუტკრეობის განხრით (1984-1986). მან ჩააბარა ქ.ტაშკენტის აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო ფაკულტეტზე (1990-1994). ის 2013 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • მალხაზ ფალიანი
  • მალხაზ ფალიანი
  • თანამდებობა:მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    მალხაზ ფალიანი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი მალხაზი იყო მესტიის მ.ხერგიანის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი (1998-2000) , დ. მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (2000-2008) , მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მშენებლობის, არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის საკითხებში (2008-2012) და შპს ,,საქ.წყალმომმარაგებელი კომპანიის“ მესტიის რაიონის სერვის-ცენტრის მენეჯერი (2012-2013). მალხაზ ფალიანმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, პროფესიით არის ინჟინერ-მშენებელი. 2013 წლიდან დღემდე ბატონი მალხაზი არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები