კახეთი

  • დიმიტრი ზაქაიძე
  • დიმიტრი ზაქაიძე
  • თანამდებობა:ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    დიმიტრი ზაქაიძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ქ.თელავის საკრებულოს კომისიის წევრად. ის არის ,,სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის“ კომისიის თავმჯდომარე. სხვადსახვა წლებში, ბატონი დიმიტრი მუშაობდა ,,უნიკომ-ბანკის“ დეპოზიტ მენეჯერად (1994-1998), ს/ს ,,თი-ბი-სი“ ბანკის თელავის ფილიალის უსაფრთხოების სამსახურში (2002-2012), ის გახლავთ შპს ,,ავტოგაზ 1“ -ის დირექტორი (2012 წლიდან დღემდე). მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი (1986-1992) . ბატონმა დიმიტრიმ წარმატებით გაიარა სხვადასხვა ტრენინგ-კურსი მენეჯერთა უნარ-ჩვევებში. 2012 წლიდან დღემდე დიმიტრი ზაქაიძე არის ,,თავისუაფლი დემოკრატების“ წევრი.

  • გიორგი აივაზაშვილი
  • გიორგი აივაზაშვილი
  • თანამდებობა:თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    გიორგი აივაზაშვილი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა თელავის რაიონის საკრებულოს წევრად. ბატონი გიორგი იყო სს ,,სილქნეტის“ თელავის ფილიალის სადგურის ინჟინერი (1992-2014). მან დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით ავტომატური ელექტრო კავშირგაბმულობა (1985-1992). ქართული ენის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. გიორგი აივაზაშვილი არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. (2013 წლიდან) .

  • დავით ჭუნიაშვილი
  • დავით ჭუნიაშვილი
  • თანამდებობა:გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    დავით ჭუნიაშვილი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. სხვადასხვა წლებში, ბატონი დავითი მუშაობდა გურჯაანის პურ-კომბინატის მუშად (1989-1991), გურჯაანის პურ-კომბინატის საამქროს ხელმძღვანელად (1991-1997) . ის გახლდათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი (2013). ბატონ დავითს აქვს დიდი ხნის საარჩევნო გამოცდილება, ვინაიდან სხვადასხვა პერიოდში იგი გახლდათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საარჩევნო უბანზე პრეზიდენტის წარმომადგენელი (2003; 2012; 2013). ის პროფესიით არის ინჟინერ-ტექნოლოგი. 2010 წლიდან დღემდე დავით ჭუნიაშვილი არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

  • დავით არაბული
  • დავით არაბული
  • თანამდებობა:საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    დავით არაბული - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. სხვადასხვა წლებში, ბატონი დავითი იყო სოფ. გომბორის გამგეობის ინჟინერ-მექანიკოსი (1995-1998), იგი გახლდათ სოფ. გომბორის გამგებელი (1998-2002წწ. და 2006-2010 წწ ), სოფ. გომბორის საკრებულოს თავმჯდომარე (2002-2006) . მან დაამთავრა თბილისის ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1993-1997), ასევე საგარეჯოს ოლიტექნიკური ტექნიკუმი (1990-1992) . დავით არაბული 2011 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • გოჩა ჩერქეზიშვილი
  • გოჩა ჩერქეზიშვილი
  • თანამდებობა:საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    გოჩა ჩერქეზიშვილი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი გოჩა იყო საგარეჯოს სარაიონთაშორისო საწარმოო გაერთიანების ინჟინერ-ტექნოლოგი (1989-1994), საგარეჯოს სამრეწველო კომბინატის მთავარი ინჟინერი (1994-1999), საგარეჯოს ადგილობრივი თვითმართველობის აპარატის უფროსი (1999-2001) და სოფ. თოხლიაურის საკრებულოს წევრი-მდივანი (2002-2006) . ბატონი გოჩა იყო საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდის საერთაშორისო დამკვირვებელი (2008). მას აქვს დიდი საარჩევნო გამოცდილება და არის სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელე (2005; 2012). მან დაამთავრა კოსტრომის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი (1984-1989), იმავე ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (1987-1989). ბატონმა გოჩამ წარმატებით გაიარა პროექტ BRIDGE-ის ფასილიტატორთა ტრენინგის პროგრამა. 2012 წლიდან დღემდე გოჩა ჩერქეზიშვილი არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ნუკრი ღუბიანური
  • ნუკრი ღუბიანური
  • თანამდებობა:ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "მთიანი რეგიონების" თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    ნუკრი ღუბიანური - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,მთიანი რეგიონების“ თავმჯდომარე. საქართველოს 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში, ბატონი ნუკრი, საკობიანოს თემის მოსახლეობამ აირჩია ახმეტის რაიონის საკობიანოს თემის გამგებლად. მოგვიანებით ის დანიშნულ იქნა ახმეტის რაიონის გამგებლად (2004-2006). იგი ასევე იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე (2013). ბატონმა ნუკრიმ დაამთავრა მოსკოვის მანქანათმშენებლობის აკადემია (1991-1997), რის შემდეგაც მიენიჭა მანქანათმშენებლობის ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 2011 წლიდან ნუკრი ღუბიანური არის ,,თავისუფალი დემოკრატების წევრი“, ის ასევე გახლავთ ,,თავისუფალი დემოკრატების“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები