იმერეთი

  • მაია შალამბერიძე
  • მაია შალამბერიძე
  • თანამდებობა:წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრაების" თავმჯდომარე
  • მწვანე საფარის აღწერისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    მაია შალამბერიძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. სხვადასხვა პერიოდში, ქალბატონი მაია იყო წყალტუბოს მე-3 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი (1994-2007), წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წამყვანი სპეციალისტი (2004-2008). ქალბატონ მაიას აქვს დიდი საარჩევნო გამოცდილება. მან დაამთავრა საქართველოს სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი (1989-1994),საქართველოს ხელოვნებისა და პედაგოგიკის უნივერსიტეტის დაწყებითი კლასების განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. 2010 წლიდან დღემდე მაია შალამბერიძე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

  • რატი ჟორჟოლიანი
  • რატი ჟორჟოლიანი
  • თანამდებობა:წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    რატი ჟორჟოლიანი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. რატი ჟორჟოლიანი იყო გაყიდვების მენეჯერი შპს ,,სომადალეში“ (2008-2012), ის გახლდათ სასწავლო ცენტრ ,,მერმისის“ ფინანსური მენეჯერი (2003-2008) და ამავე ცენტრის ადმინისტრატორი (2000-2003). ბატონმა რატიმ დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1999-2004) და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1999-2004). ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. 2012 წლიდან დღემდე რატი ჟორჟოლიანი არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ზაზა გოცაძე
  • ზაზა გოცაძე
  • თანამდებობა:ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ზაზა გოცაძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. სხვადასხვა წლებში, ბატონი ზაზა მუშაობდა ზესტაფონის სარემონტო-სამშენებლო საწარმოს რიგით მუშად (1982-1983), შემნახველი ბანკის ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში რევიზორ-ინსპექტორად (1991-1994), გაერთიანებული ქართული ბანკის სავალუტო-ეკონომიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად (1994-1996). ბატონი ზაზა გახლავთ შპს ,,ჰორიზონტის“ თანადამფუძნებელი (1997-2005). ზაზა გოცაძე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰერეთის“ აღმასრულებელი მდივანი. ის წარმატებით ახორციელებდა კომერციულ საქმიანობას (2005-2010წწ). ბატონი ზაზა არის საარჩევნო ადმინისტრაციის სერტიფიცირებული მოხელე. 2013 წლიდან დღემდე ბატონი ზაზა არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. ის ,,თავისუფალი დემოკრატების“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრია.

  • გაბრიელ ღიბრაძე
  • გაბრიელ ღიბრაძე
  • თანამდებობა:ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების" თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    გაბრიელ ღიბრაძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი გაბრიელი იყო ქ.ბაღდათის მომსახურეობის გაერთიანების მთავარი სპეციალისტი (1993-1997). ის მუშაობდა ქ.ქუთაისის ტყავ-ფეხსაცმელების ფაბრიკაში (1988-1992), დღემდე ბატონი გაბრიელი წარმატებით მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის განხრით, კერძო სექტორში (1997). ბატონმა გაბრიელმა დაამთავრა ქ.ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის, მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი (1987-1993). ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ ენას. 2012 წლიდან დღემდე გაბრიელ ღიბრაძე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • უშანგი ბერაძე
  • უშანგი ბერაძე
  • თანამდებობა:ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    უშანგი ბერაძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი უშანგი იყო კიცხის ღვინის ქარხნის საწარმოს უფროსი (2006-2010), ქ.თბილისში ,,ელიტ-ელექტრონიქსის“ შვილობილი კომპანიის ,,ელიტ-ტრანსის“ სახმელეთო-საკონტეინერო ტვირთების შიდა გადაზიდვის ქსელის უფროსი (2008), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი (2009) და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე (2013). მან დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე რეჟისორის ფაკულტეტი (1998-2003). უშანგი ბერიძე 2013 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ოლეგ არჯევანიძე
  • ოლეგ არჯევანიძე
  • თანამდებობა:საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ოლეგ არჯევანიძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი ოლეგი იყო შპს ,,ბაჯითის“ დირექტორი (1993-1996) და დარკვეთის ,,საშენ მასალათა კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (1999-2000). მან ოქროს მედალზე დაამთავრა ქ.ჭიათურის 129-ე ტექნიკური სასწავლებელი (1980-1981) და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით (1982-1988). ოლეგ არჯევანიძე 2010 წლიდან არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ის გახლავთ ,,თავისუფალი დემოკრატების“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.