აჭარის ა/რ

  • ნინო ბერაძე
  • ნინო ბერაძე
  • თანამდებობა:ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი.
  • დამატებითი ინფორმაცია

    ნინო ბერაძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ქ.ბათუმის საკრებულოს წევრად. ის არის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. სხვადასხვა პერიოდში, ქალბატონი ნინო მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საოქმო განყოფილების ინსპექტორად (1989-1990), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად (1990-1997), ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან ურთიერთობის ბიუროს მთავარ სპეციალისტად (2000-2001) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (2006). ის გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ბელგიაში (2001-2002). ნინო ბერაძემ წარჩინებით დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (1980-1985), სპეციალობით არის ფრანგული ენის მასწავლებელი. ის სწავლობდა საფრანგეთის ქ.გრენობლის ფრანგული ენის სწავლების საუნივერსიტეტო ცენტრში (1997). ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. 2013 წლიდან დღემდე ნინო ბერაძე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • არმაზ ბახტაძე
  • არმაზ ბახტაძე
  • თანამდებობა:შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    არმაზ ბახტაძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში არმაზ ბახტაძე არჩეულ იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. სხვადასხვა პერიოდში ბატონი არმაზი მუშაობდა სასტუმრო ,,შერატონი ბათუმში“ სუპერვაიზერად (2010) და სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში“ ბარმენად (2006-2007). ის იყო გაყიდვების მენეჯერთა ჯგუფის უფროსი ,,საქართველოს ბანკში“ (2007-2008). ის კითხულობს ლექციებს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში (2014-დღემდე). ბატონი არმაზი გახლავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის მაგისტრი. იგი აქტიურად იყო ჩართული ,,ბათუმის დემოკრატიის სკოლის“ მიერ გამართულ ტრენინგში ,,მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარება“ (2012-2013). მან წარმატებით გაიარა საქართველოში ბიზნეს-განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგი ,,რეგიონში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე“. ქართული ენის გარდა ფლობს რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებს. 2014 წლიდან დღემდე არმაზ ბახტაძე არის მპგ ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • გელა აბაშიძე
  • გელა აბაშიძე
  • თანამდებობა:შუახევის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    გელა აბაშიძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა შუახევის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს წევრად. ბატონი გელა მუშაობდა სს ,,ლიბერთი ბანკის“ შუახევის ფილიალში (2008-2015) . მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტი (2004-2008). ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. 2013 წლიდან დღემდე გელა აბაშიძე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.