ფრაქციის წევრები

  • ირაკლი ჩიქოვანი
  • ირაკლი ჩიქოვანი
  • თანამდებობა:ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე
  • ტელეფონი:(+99532)2281160
  • ელ-ფოსტა:i.chikovani@fd.ge
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ძირითადი შემადგენლობის საპარლამენტო დელეგაციის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი.
  • დამატებითი ინფორმაცია

    დაიბადა 1980 წლის 28 აგვისტოს ზუგდიდში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საჯარო სამსახურში მუშაობა დაიწყო 2000 წელს, თავდაცვის სამინისტროში. 2004 წლამდე იგი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2004 წელს დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორად. 2004 წლის ბოლოდან მან მუშაობა განაგრძო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ამ პერიოდში იგი იყო საქართველოს წარმომადგენელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში, ასევე, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების კომიტეტში. 2005 წელს დაამთავრა ნატოს თავდაცვის კოლეჯი რომში. 2006 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის და საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორად. 2007 წლის იანვრიდან იგი დაინიშნა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი და პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. 2009 წელს, ირაკლი ჩიქოვანმა დატოვა დიპლომატიური სამსახური და თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“. არჩეულ იქნა გამგეობის წევრად, ხოლო 2010 წელს პარტიის გამგეობამ ის აირჩია გენერალურ მდივნად, ამ თანამდებობას იკავებდა 2015 წლამდე. 2012 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. ამჟამად ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობს ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებს”, არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ასევე არის ევროპის საბჭოს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციების წევრი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
    ირაკლი ჩიქოვანის ფეისბუქის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ აქ

  • ნინო გოგუაძე
  • ნინო გოგუაძე
  • თანამდებობა:ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
  • ტელეფონი: (+99532)2281262
  • ელ-ფოსტა:n.goguadze@fd.ge
  • განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
  • დამატებითი ინფორმაცია

    საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე. 2009წ 16 თებერვალს გაერთიანდა ირაკლი ალასანის პოლიტიკურ გუნდში. არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დაარსების დღიდან. დაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობით ქიმიკოსი.
    1980-2005 წწ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1997 საქართველოს სამედიცინო აკადემიის ქიმიის ფაკულტეტის ლექტორი; 1994-1996 საბუნებისმეტყველო კოლეჯში ქიმიის მასწავლებელი; საქართველოს სამედიცინო აკადემიის ქიმიის ფაკულტეტის ლექტორი და თანადამფუძნებელი; 2000-2001 საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების კოორდინატორი;
    2002-2003 საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო კურიკულუმის კომპონენტის კოორდინატორი. არის დაოჯახებული

  • შალვა შავგულიძე
  • შალვა შავგულიძე
  • თანამდებობა:ფრაქციის წევრი
  • ტელეფონი:(+99532)2281204
  • ელ-ფოსტა:sh.shavgulidze@fd.ge
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი) საპარლამენტო დელეგაციის წევრი.
  • დამატებითი ინფორმაცია

    დაიბადა 1957 წლის 28 ოქტომბერს თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1983-1985 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის კათედრის ასპირანტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამნაშავეობის სოციოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; საქართველოს გენერალური პროკურატურაში, პროკურორად; 1992-1993 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. იმავდროულად იყო აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. 1996-2012 წლებში იყო ადვოკატი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2012 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი წევრი - ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

  • ზურაბ აბაშიძე
  • ზურაბ აბაშიძე
  • თანამდებობა:ფრაქციის წევრი
  • ტელეფონი:(+99532) 2281127
  • ელ-ფოსტა:z.abashidze@fd.ge
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC), საპარლამენტო დელეგაციის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის წევრი. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი), საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი.
  • დამატებითი ინფორმაცია

    საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
    ზურაბ აბაშიძე დაიბადა 1973 წლის 3 მაისს ქ.თბილისში.
    დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
    2010 წელს არჩეულ იქნა თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრად.
    1996-1998 წლებში ზურაბ აბაშიძე იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში უფროსის თანაშემწე, ხოლო 1998-2000 წლებში საქართველოს უშიშროების საბჭოში მრჩეველი. 2000 წელს ზურაბ აბაშიძე იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა და ამავდროულად გახდა იუსტიციის საბჭოს წევრი.
    2004 წელს იგი გადაყვანილ იქნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, ხოლო შემდეგ სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად.
    2005-2007 წლებში სხვადასხვა დროს იყო: აფხაზეთის მთავრობის წევრი, მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში, მთავრობის აპარატის უფროსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 2007-2008 წლებში ზ.აბაშიძე საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებზეა.
    2012 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
    პარტია "თავისუფალი დემოკრატების" დაარსებიდან 2010 წლის ივნისამდე ზურაბ აბაშიძე პარტიის გენერალური მდივანი იყო.
    ჰყავს მეუღე და ოთხი შვილი

  • ვიქტორ დოლიძე
  • ვიქტორ დოლიძე
  • თანამდებობა:ფრაქციის წევრი
  • ტელეფონი: (+99532)2281150
  • ელ-ფოსტა:v.dolidze@fd.ge
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. ევროკავშირი (საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი), საპარლამენტო დელეგაციის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, საპარლამენტო დელეგაციის წევრი. ევრონესტის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი.გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ვიქტორ დოლიძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. დაიბადა 1973 წლის 4 ივლისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი. პროფესიული კვალიფიკაცია აიმაღლა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში, ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრში, თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტსა და შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში. 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ნატოს განყოფილების უფროსის მოადგილე, სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. 1999 წლიდან 2004 წლამდე გახლდათ ბელგიისა და ჰოლანდიის სამეფოებსა და ლუქსემბურგში საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი, ნატოში საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში. 2004 -2005 წწ მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე. 2005 -2009 წლებში გახლდათ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიასა და უნგრეთში, საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი ეუთოსა და ქალაქ ვენაში მდებარე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში

  • დავით ონოფრიშვილი
  • დავით ონოფრიშვილი
  • თანამდებობა:ფრაქციის წევრი
  • ტელეფონი: (+99532) 2281144
  • ელ-ფოსტა:d.onoprishvili@fd.ge
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. ევროკავშირი (საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი) საპარლამენტო დელეგაციი და ევრონესტის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის და ხაზინადართა საპარლამენტო საბჭოს წევრი. საქართველოს ეროვნული ბანკის 2014 - 2015 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
  • დამატებითი ინფორმაცია

    2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე. კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დაიბადა 1961 წლის 8 იანვარს ქ. თბილისში. 1994 წელს დაამთავრა აშშ-ს ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სპეციალობით. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. 1984-1991 წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 1995-1998 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების კომიტეტის თავჯდომარე. 1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ეროვნული უშიშროების საბჭოს და პრეზიდენტთან არსებული საინვესტიციო საბჭოს წევრი. საქართველოს მმართველი მსოფლიო ბანკში. 2003 წლიდან არის ვანდერბილთის უნივერსიტეტის (ნეშვილი, აშშ) ასოცირებული პროფესორი. 2004-2005 წლებში დავით ონოფრიშვილი საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე. 2009 წლიდან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. პარტიის ეკონომიკური საბჭოს თავჯდომარე. ყავს მეუღლე და ორი შვილი

  • თამაზ შიოშვილი
  • თამაზ შიოშვილი
  • თანამდებობა:ფრაქციის წევრი
  • ტელეფონი:(+99532)2281280
  • ელ-ფოსტა:t.shioshvili@fd.ge
  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი.
  • დამატებითი ინფორმაცია

    დაიბადა ქ. გორში, 1976 წლის 29 თებერვალს. 1993 წელს დაამთავრა ქ. გორის მე-6 საშუალო სკოლა. 1994 წელს ჩაირიცხა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტზე. 1994 – 1996წ წწ იმსახურა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სადესანტო, მოიერიშე ბრიგადაში. 1996 – 2000 წწ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეც. დანიშნულების რაზმში, „ალფა“ აქვს გავლილი ამერიკული ანტიტერორისტული კურსები. 2003 – 2009 წწ მუშაობდა შსს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. 2009 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატები“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2012 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის მე - 8 მოწვევის დეპუტატი.

  • გიორგი ცაგარეიშვილი
  • გიორგი ცაგარეიშვილი
  • თანამდებობა:ფრაქციის წევრი
  • ტელეფონი:(+99532) 2281145
  • ელ-ფოსტა:g.tsagareishvili@fd.ge
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი. გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრი.
  • დამატებითი ინფორმაცია

    საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. 2008–2012 წწ საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი. 2004–2008 წწ საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. პარტიული საქმიანობა: პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი. 2008–2009 წწ „საქართველო დემოკრატიული პარტიის” გენერალური მდივანი. 2007–2008 წწ ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი. 2007–2008 წწ გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2003–2006 წწ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ გენერალური მდივანი. 1999– 2003 წწ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ გამგეობის წევრი. 1999–2004 წწ კომპანიების „ყაზბეგ–კასტელისა“ და „ყაზბეგის“ იურიდიული სამსახურის უფროსი. 1995-1999 წწ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების უფროსი. 1995–1999 წწ დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მიიღო ასპირანტის ხარისხი, 1990–1995 წწ კი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, აქვს ბაკალავრის ხარისხი. 1987, 1985 წწ საქართველოს ორგზის ჩემპიონი რაგბში. 1986 – საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებული რაგბში. ფლობს რუსულ ენას. მეუღლე და ორი შვილი.