ანტიდისკრიმინაციული კანონი

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მიზნად ისახავს და კანონმდებლობის ძალით უზრუნველჰყოფს საქართველოში ყველა ადამიანის დაცვას დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისგან: რასის, კანის ფერის, ასაკის, მოქალაქეობის, ენის, სქესის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, დაბადების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიური რწმენის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა რომელიმე ნიშნის მიხედვით. ანტიდისკრიმინაციული კანონი თანაბრად იცავს ყველა კანონმორჩილი ადამიანის კანონიერ თავისუფლებასა და უფლებებს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული შეზღუდვისა და შელახვისგან.
პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე, ალბათ პირველი იყო, ვინც პარლამენტის და საზოგადოების გასაგონად ხმამაღლა განაცხადა, რომ ნებისმიერი უმრავლესობის უფლებები დამყარებულია უმცირესობების უფლებებზე; რომ თუ ჩვენს სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რომელიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, ამით დაიწყება ნებისმიერი ჩვენგანის უფლებების დარღვევა; რომ არცერთი ჯგუფის სიმრავლე არანაირად არ განსაზღვრავს და არც განაპირობებს მისი წევრის ან წევრების უპირატესობას, რადგან ჩვენ ყოველთვის და ყველგან თანაბარი ვართ კანონის წინაშე; რომ ყოველი ადამიანი – ეკუთვნის იგი, თუ არ ეკუთვნის უმრავლესობას – რომ თითოეული ჩვენგანი არის უკიდურესი უმცირესობა!
პარლამენტში ამ გამოსვლას აპლოდისმენტები მოყვა, როგორც უმრავლესობის დეპუტატების ასევე უმცირესობის დეპუტატების მხრიდან და პარლამენტმა კანონი მიიღო.

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები